თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს. აღმასრულებელი დირექტორის დიმიტრი შავდიას ინფორმაციით, წაღებულია თანხა. მისი განცხადებითვე, შენობაში 2 შეიარაღებული პირი შევიდა, რომელსაც დაცვის ერთმა თანამშრომელმა გაუწია წინააღმდეგობა. თუმცა, მათ თანხის წაღება მაინც მოახერხეს. შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან. ამოღებულია კამერების ჩანაწერებიც.ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.