თბილისმა საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმს უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 30-ზე მეტი იაპონური და 100-ზე მეტი ქართული კომპანიის წარმომადგენლები საავტომობილო და საავიაციო ინდუსტრიიდან, ასევე ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის, ლოჯისტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მრეწველობის და ვაჭრობის სექტორებიდან. ფორუმზე ქართულმა მხარემ იაპონურ კომპანიებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ბიზნესის კეთების შესაძლებლობებისა და რისკების მართვის შესახებ. ღონისძიებას ასევე მონაწილეობდნენ ისეთი იაპონური კომპანიები, რომლებიც უკვე მრავალი წელია ოპერირებენ ქართულ ბაზარზე, მათ შორის "ტოიოტა" "მიცუბიში"და სხვა. აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ქართული ბაზარი მზარდია, ეს კი უცხოურ კომპანიებს საშუალებას აძლევს, რომ დამატებითი პროდუქტი შექმნან ქართველებისთვის, რაც თავის მხრივ გაზრდის ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობას. ასევე ხელს შეუწყობს ქართულ კომპანიებს, რათა გაზარდონ წარმოება და საკუთარი სერვისები წარმოადგინონ უცხოურ ბაზრებზეღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა იაპონიის ელჩი საქართველოში. ტადაჰარუ უეჰარას თქმით, ბიზნეს გამოცდილება საქართველოს და იაპონიას შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ იაპონელმა ინვესტორებმა ქართული ბაზრის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს 2 ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების წარმატებით განვითარებას.აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ბიზნეს ფორუმი არის რიგით მე-5 ღონისძიება, რომელიც ქართული და იაპონური კომპანიებისა და ბიზნესწრეების მონაწილეობით იმართება.