დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ახალი, 40 ერთეული "ისუზუს" მარკის ავტობუსი წარუდგინა. 8-მეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით 8 მარშრუტზე გადანაწილდება. ახალი ავტობუსები 17 27 40 45 60 62 73 და 99 მარშრუტებს მოემსახურება.
მერის განცხადებით უახლოეს მომავალში თბილისს კიდევ 40 ერთეული „ისუზუს“ მარკის ავტობუსი შეემატება.
"ისუზუს" მარკის ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია; ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის; ავტობუსში განთავსებულია, WIFI მოდემები, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WIFI-ს სიგნალით დაფარვას.