თბილისის მერის ანგარიში - დავით ნარმანიამ საკრებულოში დედაქალაქში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. კერძოდ, დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა კრწანისი-შინდისისა და სამება-მახათას ახალ გზების, ესტაკადების, პანდუსებისა და ხიდების მშენებლობაზე. მერის თქმით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა თბილისში არსებულ ხიდებს.ნარმანიამ 2016 წლის ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად ვერეს კალაპოტის ფორმირება დაასახელა. აცხადებს რომ თბილისსა და მის შემოგარენში 650 000-მდე ხე-მცენარეა დარგული. 600-მდე მისამართზე კი თბილისში საგზაო სამუშაოები ჩატარდება. ამასთან მიმდინარე წელს თბილისში 10 ახალი ბაგა-ბაღი აშენდება. დედაქალაქის მერი აცხადებს რომ 2017 წელს თბილისს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაც ექნება. დოკუმენტზე საერთაშორისო კონსორციუმი და დარგის 200-მდე სპეციალისტი მუშაობს. მერის თქმთ, თბილისს მრავალდონიანი ავტოსადგომებიც შეემატება.