თბილისში 14 წლის ტყუპ ძმებს - ნიკა და ლუკა ცანავებს ეძებენ. აღნიშნული განცხადება ფეისბუქის გვერდზე მოზარდების ოჯახის წევრებმა გაავრცელეს:"დაგვეხმარეთ, გუშინ გავიდნენ სახლიდან 14 წლის მოზარდები - ძმები ნიკა და ლუკა ცანავები! თუ ვინმე ფლობს რამე ინფორმაციას ბავშვების ადგილსამყოფელის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდით! ტელ - 5921520980 გიორგი" - ვკითხულობთ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მოზარდების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად შევიდა სამართალდამცავ უწყებაში. მათივე ინფორმაციით, დაწყებულია საგამოძიებო ღონისძიებები და მიმდინარეობს ძებნის პროცესი. უწყებაში განმარტავენ, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.