თბილისში ამერიკის დღეები 2017-ის დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში სტუმრები აშშ-ის საელჩოს ძველ შენობაში შეიკრიბნენ. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიმაშვილმა. ღონისძიებას ესწრებიან მთავრობის წევრები, საქართველოს ყოფილი ელჩები აშშ-ში და ამერიკის ყოფილი ელჩები საქართველოში, პარლამენტარები, ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები.