მიმდინარე წლის აპრილში, თბილისში ავტობუსების რაოდენობა 600-ზე მეტი გახდება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის, თბილისში, დაახლოებით 520 ავტობუსი მოძრაობს და ამ სატრანსპორტო საშუალების პარკის ჩანაცვლების პირველი ეტაპი მიმდინარეობს" - განაცხადა მან.