თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია 250 კვ.მ ფართი. მათივე ცნობით,მჭიდრო დასახლების გამო, არსებობდა ხანძრის გავრცელების საშიშროება მეზობელ სახლებზე, თუმცა, მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ცეცხლი მეზობელ სახლებს არ გადაედო. ადგილზე მუშაობდა 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.