23:57
30 სექტემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
თბილისში "ჭკვიანი" სატრანსპორტო სისტემა დაინერგება
12-08-2020

თბილისის მასშტაბით, ე.წ.  „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა დაინერგება, რომლის შემადგენელი - შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრს დაუკავშირდება.   ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.  მისივე თქმით, „ჭკვიანი“ შუქნიშნების სინქრონიზებული მუშაობა შესაძლებლობას იძლევა, რომ გზებზე საცობების რაოდენობა შემცირდეს, ასევე, შეუფერხებლად გადაადგილდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო მომსახურების ავტომობილები.  კალაძის განცხადებით,  ეს პროექტები ყველა დიდ ქალაქშია განხორციელებული, სადაც საცობების თვალსაზრისით, ანალოგიური პრობლემები არსებობდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები