თბილისში დადასტურებული კორონავირუსის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს, ხდება მათი გადაყვანა საკარანტინო სივრცეებში , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრეკლიძის ინფორმაციით, დადასტურებული კორონავირუსის ცხრა შემთხვევა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. მისი თქმით, ისინი ერთი ოჯახის წევრები და ოჯახის ახლო კონტაქტები არიან.