პეკინის გამზირზე მდებარე "ჯეოსელის" ოფისი გატეხეს. შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას მოხდა, როგორც პალიტრანიუსს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით ადგილზე ერთი არასრულწლოვანი პირი გამოავლინეს. საქმეზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.