ქავთარაძის ქუჩაზე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ბუჩქებსა და ბალახს ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებში მიდინარეობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი დაახლებით 20 კვადრატულ მეტრამდე ფართზე იყო და მისი გავრცელების საშიშროება ამ დროისთვის არ არსებობს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო მანქანა.