საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრმა, ბილაინმა თბილისში, კოტე აფხაზის 20 ნომერში, თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღჭურვილი ახალი მაღაზია გახსნა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ერთ სივრცეში მიიღოს ბილაინის ყველა მომსახურება და შეიძინოს სხვადასხვა პროდუქტი და მოწყობილობა.
მაღაზიაში აბონენტებს შეუძლიათ: ინფორმაციის მიღება მომსახურებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, სასურველი პაკეტების გააქტიურება, სიმ ბარათებისა და სმარტფონების შეძენა. ბილაინი მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, როგორებიცაა: Apple, Huawei, Alcatel, Meizu, Xiaomi და მათ პროდუქტებს საუკეთესო პირობებით სთავაზობს მომხმარებელს. ბილაინს მომხმარებლისთვის ხშირად აქვს სპეციალური შეთავაზებაც. 2019 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს Nokia -ს სმარტფონები და საჩუქრად მიიღოს მობილური ინტერნეტი ყოველთვე, სამი თვის განმავლობაში.