06:49
2 დეკემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
თბილისში, ლიფტში აზერბაიჯანის მოქალაქემ 13 წლის ბიჭზე იძალადა - ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1996 წელს დაბადებული ახალგაზრდაა დაკავებული
28-03-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დღეს თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული რ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე ისჯება.

შსს-ს ინფორმაციით, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ არასრულწლოვან ბიჭს დახმარება სჭირდებოდა. საპატრულო ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე.

"პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, დაახლოებით, 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები", - ნათქვამია განცხადებაში.

AutoPlay
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი ლია ბიბილეიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ცესკო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს 3 დეკემბერს შეაჯამებს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში არც ერთი ისეთი პარამეტრი არ არის, რაც მომავალი წლის მიმართ იმედიანად განგვაწყობს - ბადრი ჯაფარიძე
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს ვის გაეზრდება სახელფასო დანამატი
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
Moderna-მ კოვიდ 19-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვის მოპოვების მიზნით აშშ-სა და ევროკავშირს მიმართა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
სასწრაფო დახმარების ქუთაისის ცენტრის რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
$რ
28-03-2018
ამ აზერბაიჯანელ პედოფილთან დავიცვათ ეთიკა ხო
სხვა სიახლეები