თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე, "Now What?" "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი მივიდა, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოყვა. ინაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ არ იცის რატომ ჩათვალეს ორგანიზატორებმა მისი მოსვლა პროვოკაციად. ირმა ინაშვილის განცხადებით, ის არის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და სრული უფლება აქვს დაესწროს კონფერენციას. ამასთან, სამართალდამცავებმა "ობიექტივის" ჟურნალისტი გიორგი კასრაძე საერთაშორისო კონფერენციიდან განარიდეს. საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ ინცინდენტს ეხმაურება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე და მას დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს. როგორც ევგენიძე აცხადებს, დღევანდელი პანელი ეძღვნება იმას, როგორ ცდილობს რუსეთი თავისი გავლენების გაფართოებას ამ ქვეყანაში და "ეს ქმედება გამიზნული იყო სწორედ ამ პანელის ჩასაშლელად".