თბილისში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დამონტაჟდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული იდეა პროექტის "შენი იდეა თბილისის მერს" ფარგლებში, მოქალაქემ წარადგინა და მერია მას სიამოვნებით განახორციელებს.
"ჩვენ დავიწყეთ ამ იდეაზე მუშაობა და მისი განხორციელება. გვინდა, რომ კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ვისაც გადამუშავებაში ჩართვის სურვილი ექნება, თბილისის მასშტაბით ყველა გამგეობაში უზრუნველვყოთ შემგროვებელი აპარატების დამონტაჟება. მგონია, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია", - განაცხადა კალაძემ.