თბილისში "აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის საერთაშორისო ფორუმი - საჯარო შესყიდვების თანამედროვე ელექტრონული სისტემები" ჩატარდა. ფორუმს აზიის რეგიონის ქვეყნებიდან, 100 კაციანი დელეგაცია ეწვია. საჯარო შესყიდვების თემაზე ფორუმის მთავარი ორგანიზატორი აზიის განვითარების ბანკი იყო. ფორუმზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს: მათ შორის ელექტრონული საჯარო და სამთავრობო შესყიდვების მოწინავე პრაქტიკა და ამ კუთხით არსებული საუკეთესო გამოცდილება.