თბილისში, სუპერმარკეტების ქსელ "სპარის" ერთ-ერთ ფილიალში თანამშრომელი დაჭრეს. შემთხვევა თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
დაჭრილია 24 წლის მამაკაცი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდეესის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.