"თბილსერვის ჯგუფი" 90 ერთეულამდე დასუფთავების ახალ სპეციალურ ტექნიკას შეიძენს. ამის შესახებ "თბილსერვისის ჯგუფის" დირექტორმა ლევან ჯღარკავამ "პალიტრანიუსთან" საუბრისას განაცხადა.ლევან ჯღარკავას ინფორმაციით, დასუფთავების სპეცტექნიკის შეძენა იგეგმება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით, ასევე "ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან" გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე. ჯღარკავას ინფორმაციით, IBRD-მ 9 მილიონ 300 ათასი ევრო გამოყო, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტით 7 მილიონის ლარის ფარგლებში იგეგმება სპეცტექნიკის შეძენა.