შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების თანადგომის ქსელში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების თანადგომის მიზნით განხორციელებული საქმიანობა განიხილეს. იმსჯელეს აქტუალურ საკითხებსა და ამ კუთხით სამომავლო ხედვებზე.
თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესზე.