იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით სახალხო დამცველი სამი წელია თავის ფუნქციას არ ასრულებს და პატიმრებთან არ დადის. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წულუკიანმა განაცხადა, 2019 წელს ნინო ლომჯარიას პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლისა და პატიმრებისთვის ხელის ჩამორთმევის რიცხვი ნულს უტოლდება.
იუსტიციის მინისტრმა ნინო ლომჯარია ასევე გააკრიტიკა იმისთვის, რომ ანგარიშში არ მოხვდა პენიტენციური დაწესებულების თანამშროლების რთული სამუშაო პირობები.