თებერვალში FAO-ს ფასების ინდექსი კორონავირუსის გამო შემცირდა. კერძოდ, FAO-ს ცნობით, ფასების ინდექსი, თებერვალში 4 თვიანი უწყვეტი ციკლის შემდგომ პირველად, 1%-ით შემცირდა და 180 ქულა შეადგინა, რაც 8.1%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
ფასების შემცირების მიზეზი კი კორონავირუსით გამოწვეული მოლოდინები იყო, რომლის თანახმადაც, ეპიდემიას შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბით შეემცირებინა მოთხოვნა სავაჭრო პროდუქტებზე.
თებერვალში, მცენარეულ ზეთზე ფასები 10%-ით შემცირდა; მარცვლეულზე - 0.9%-ით; ხორცზე 2%-ით არის შემცირებული. რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი- 4.6%-ით; შაქრის კი - 4.5%-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის რძის, მარცვლეულის, მცენარეული ზეთის, შაქრისა და ხორცის საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.