2020 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 199 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა იანვარში ეს მაჩვენებელი 197 ლარი იყო.
2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, თებერვალში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 19 ლარითა და 90 თეთრით არის გაზრდილი. კერძოდ, 2019 წლის თებერვალში ეს მონაცემი 179 ლარსა და 10 თეთრს შეადგენდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, თებერვალში იანვართან შედარებით 3 ლარითა და 40 თეთრით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 333 ლარი და 80 თეთრი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2019 წლის თებერვლის მონაცემთან შედარებით, 33 ლარითა და 30 თეთრით არის გაზრდილი.