ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 428 მილიონ 460 ათასი ლარით ანუ 0.92 პროცენტით შემცირდა. კერძოდ, ბანკების აქტივებმა 2020 წლის პირველი მარტისთვის 46 მილიარდ 230 მილიონი ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5 მილიარდ 950 მილიონ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.88 პროცენტია.2020 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.