2020 წლის თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 4%-ით გაიზარდა, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები კი 0.7%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 257 ათას 547 შეადგინა, რაც 9 ათას 842-ით მეტია 2019 წლის თებერვლის მაჩვენებელზე. 2020 წლის მეორე თვეში 466 ათას 409 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.7%-ია.
ჯამში, 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში მილიონ 99 ათას 610 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.2%-ით მეტია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 910 ათას 548, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 621 ათას 161 შეადგინა.
წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 193 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც 29 მილიონით ანუ 17.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.