2020 წლის თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.3 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.7 პროცენტით გაიზარდა.
„საქსტატის“ ცნობით, წინა თვესთან შედარებით ფასების 0.4 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში მინუს 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება სასმელებზე 1.3 პროცენტით და ძირითად ლითონებზე 1.7 პროცენტით.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 7 პროცენტით. ფასები მნიშვნელოვნად 12.6 პროცენტით გაიზარდა კვების პროდუქტებზე.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების დარგში დაფიქსირდა ფასების 19.7 პროცენტიანი ზრდა; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფში კი ფასები შემცირდა 2.4 პროცენტით.