თებერვალში, ვადაგადაცილებული სესხები მილიონ 600 ათასი ლარით გაიზარდა და 437 მილიონ 700 ათას ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.4 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 40.8 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.4 პროცენტს გაუტოლდა.