თეირანის ყოფილი მერი მოჰამედ ბაყირ ყალიბაფი ირანის პარლამენტის სპიკერად აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ყალიბაფს მხარი მეჯლისის 264 წევრიდან 230-მა დაუჭირა. სხვა კანდიდატებმა, ფერეიდუნ აბასმა და მუსტაფა მირსალიმ 17 და 12 ხმის მოგროვება შეძლეს. პირველ და მეორე ვიცე სპიკერებად კი ამირ-ჰუსეინ ღაზიზადეჰ ჰაშემი და ალი ნიკზადი აირჩიეს.
ცნობისთვის, მოჰამედ ბაყირ ყალიბაფი ალი ლარიჯანის ჩაანაცვლებს, რომელსაც ირანის მეჯლისის სპიკერის პოსტი 2008 წლიდან ეკავა. ირანში საპარლამენტო არჩევნები 21 თებერვალს გაიმართა.
პარლამენტი პირველად 27 მაისს შეიკრიბა.