შეიქმნა ახალი ტექნოლოგია, რომელიც ფიზიკურად პარალიზებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს კომპიუტერი მართონ არა ხელების, არამედ მხოლოდ ტვინის დახმარებით. კერძოდ, მეცნიერები მუშაობენ ტექნოლოგიაზე, რომლის ფარგლებშიც ტვინის იმპლანტი შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას კომპიუტერი მართონ ფიქრების საშუალებით. ახალი ტექნოლოგიით ადამიანი ახერხებს ხელების გარეშე ელექტრონული ფოსტის გაგზავნას, მუსიკის მოსმენას, პროდუქტების ონლაინ ყიდვას და უფრო მეტიც, ციფრულ ფორტეპიანოზე დაკვრას.
კერძოდ, იმპლანტი BrainGate2-ი იყენებს მიკროელექტროდებს, რომლებიც ადამიანის ტვინშია ასე ვთქვათ ჩაშენებული. სისტემა ადამიანის ტვინიდან ინფორმაციას უგზავნის ვირტუალურ მაუსს, ე.წ თაგვს, რითიც ადამიანი ხელების გარეშე ახერხებს აკონტროლოს კომპიუტერი და მას გააკეთებინოს ის, რაც მას სურს.
სისტემა პარალიზებულ ადამიანებს აძლევს საშუალებას დაამყარონ კომუნიკაცია და იყვნენ დამოუკიდებელი ყველანაირი ძვირად ღირებული მოწყობილობის და დამხმარე ადამიანის გარეშე.
ახალი ტექნოლოგია ჯერ კიდევ ტესტირების ეტაპზს გადის. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ერთ დღეს იგი მნიშვნელოვნად შეცვლის იმ ადამიანების ყოფას, რომლებიც შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების გამო ვერ ახერხებენ სრულფასოვნად ცხოვრებას.