ამერიკული კორპორაცია Facebook-ის თანამშრომლებს უფლება მისცეს იმუშაონ დისტანციურად მომავალი წლის ივნისამდე. ამის შესახებ პორტალი Business Insider-ი იუწყება.
ცნობილია, რომ მარტიდან კომპანიის თანამშრომელთა უმეტესობა კორონავირუსის პანდემიის გამო გადასულია დისტანციურ მუშაობაზე. აპრილში კი მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ის იქნება ერთ-ერთი ბოლო თანამშრომელი კომპანიაში, რომელიც განაახლებს ოფისში მუშაობას. უკვე 6 მაისს კი კომპანიამ თანამშრომლებს ნება მისცა სახლებიდან წლის ბოლომდე ემუშავათ.დისტანციურად მუშაობას განაგრძობენ სხვა ტექნოლოგიური კომპანიებიც, ასე მაგალითად, Microsof-მა საკუთარ თანამშრომლებს 2021 წლის 19 იანვრამდე მისცა სახლიდან მუშაობის უფლება. Google-მა კი თანამშრომლებს განუცხადა, რომ შეუძლიათ დისტანციურად მომავალი წლის ივლისამდე იმუშაონ.