ქალაქ თელავის 24 საათიანი წყლის მიწოდების უზუნველყოფისთვის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. აღნიშნული პროექტის შესახებ საჯარო განხილვა წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქის მოსახლეობასთან გამართა და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები გააცნო. კომპანიის დირექტორმა გიგა მანდარიამ ადგილობრივებს მიმდინარე პროექტზეც მიაწოდა ინფორმაცი და რამდენიმე ობიექტზე სამუშაოები მათთან ერთად დაათვალიერა. თელავში ამ დროისთვის აბონენტების გამრიცხველიანება, ქსელის შეცვლა და ჭაბურღილების მშენებლობა მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის მიწოდების გრაფიკს. ხოლო, დაგეგმილი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება, რომლის ფარგლებში თელავში წყლის სისტემები სრულად განახლდება და შედეგად, მოსახლეობა უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავა.