თელავში წიგნის მაღაზიათა ქსელ “ბიბლუსის” ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მრავალფუნქციური ფილიალი „ბიბლუსი გალერეა“ გაიხსნა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ “ბიბლუსიდან” აცნობეს, წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ უკვე 9 წელია საზოგადოების წიგნიერების დონის ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საქართველოს მასშტაბით იგი 54 ფილიალს აერთიანებს.