ბატონის ციხის რეაბილიტაცია თელავში დასრულებულია. ერეკლე მეორის განახლებული მუზეუმი პრემიერმა გახსნა. პროექტის მიზანი თანამედროვე სტანდარტების სამუზეუმო და საგამოფენო სივრცის შექმნა და კახეთის რეგიონში ტურიზმის ხელშეწყობა გახლდათ. არსებული პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით მომზადდა.