ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თელავში, Holiday Inn-ის ბრენდის ქვეშ ახალი სასტუმრო გახსნა. საერთაშორისო ბრენდის შემოყვანის პროექტი სამთავრობო პროგრამით ,,აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა. ,,ჰოლიდეი ინნ“-ი საერთაშორისო ბრენდის მომუშავე პირველი სასტუმროა თელავში. სასტუმროს პროექტის ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 15 მლნ ლარი შეადგინა და 65 ადამიანი დასაქმდა. აღსანიშნავია, რომ თელავის სასტუმრო Holiday Inn რიგით 114-ე სასტუმროა, რომელიც ,,აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით და სასტუმრო ინდისტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ,,აწარმოე საქართველოში“ პროგრამით 530-ზე მეტი საწარმო და სასტუმრო გაიხსნა და ჯამში 18 000 ადამიანზე მეტი დასაქმდა