თელავში ქმარმა ცოლი დაჭრა. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ქმარი ცხელ კვალზე დააკავეს. საქმეზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევამდე მეუღლეებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.