თელავის რეფერალურ საავადმყოფოს გასული დღე-ღამის განმავლობაში პიროტექნიკით დაშავებულმა ორმა ადამიანმა მიმართა. საავადმყოფოს დირექტორი ხათუნა ჭონიაშვილი ამბობს, რომ პაციენტებს დაზიანებები ხელის მტევნებზე აღენიშნებოდათ და მიკროქირურგთან კონსულტაციას საჭიროებდნენ.მისივე თქმით, ორივე მათგანი თბილისში გადაიყვანეს.„შემოვიდნენ პიროტექნიკით დაშავებული ქალი და მამაკაცი. ქალს უფრო მეტად ჰქონდა მტევანი დაზიანებული. დაზიანებები საკმაოდ სერიოზული იყო და მიკროქირურგის დროული ჩარევა რომ არ მომხდარიყო, შესაძლოა, ამპუტაციის საჭიროება დამდგარიყო“- განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა.