თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ადვოკატ მარიამ კუბლაშვილთან ერთად, თბილისის პროკრატურაში დაიბარეს, სადაც ისინი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას გაეცნობიან. აღნიშნული ინფორმაცია პალიტრანიუსს ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა მიაწოდა. როგორც კუბლაშვილი აღნიშნავს, თუკი, კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნით არ დადგინდა, რომ სროლისას თემირლან მაჩალიკაშვილი იწვა, ეს იქნება გაყალბებული დასკვნა.