კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურში "ანორთოსისმა" "სალამინას" 3:2 სძლია. თემურ ქეცბაიამ ძირითად შემადგენლობაში 4 ქართველი დააყენა: გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, ტრავმამორჩენილი თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა, რომელიც შესვენების შემდეგ შეცვალა. ჯანო ანანიძე კი შეცვლაზე 77-ე წუთზე შევიდა. "ანორთოსისი" მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა, მაგრამ 81-ე წუთამდე ანგარიში 2:2 იყო, შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა დურიშმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ლორიამ თავისი გუნდი ორჯერ გადაარჩინა და ფამაგუსტელებმა გაიმარჯვეს.შეგახსენებთ, რომ ანორთოსისი" 43 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ომონიას" 5 ქულით უსწრებს და 22 თებერვალს "ეთნიკოსს" შეხვდება.