ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებულმა ვლადიმერ რუხაძემ უვადო შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუხაძის ადვოკატმა ნინო მახარაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ვლადიმერ რუხაძე კიდევ 4 პირთან ერთად ტერაქტის უშუალოდ დაგეგმვასა და მომზადებაშია ბრალდებული, თუმცა ბრალს არ აღიარებს.