ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდება. სხდომის თავიდანვე დახურვის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტერორიზმთან რაიმე კავშირს უარყოფს. როგორც იმედა ქარქაშაძე აღნიშნა, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაკავება სპეცოპერაციამდე მოხდა იმავე ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა.