ელექტრომავალმა Polestar-მა პირველი მოდელის წარდგენისას საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა. კრიტიკული გამოცემებიც კი წერდნენ, რომ Volvo– ს შვილობილი კომპანიის მიერ წარდგენილი დაბალი მოცულობის ჰიბრიდული სუპერ მანქანა სილამაზით, ელეგანტურობით, დახვეწილობით გამოირჩევა.
პირველი მოდელის ფასი დაახლოებით 155 ათასი დოლარი იყო. გაყიდვებმაც სასურველი შედეგი გამოიღო. ახლა კი Polestar N2 მოდელის წარდგენისთვის ემზადება, რომელიც Tesla-ს model-3-ს გაუწევს კონკურენციას.
Polestar არის Volvo– ს შვილობილი კომპანია, რომელიც, თავის მხრივ, ჩინეთის Zhejiang Geely Holding– ს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი კი Tesla– ს პრემიუმ ელექტრომობილებს მსოფლიო ბაზარზე დიდ კონკურენციას უწევს