კორონავირუსის გამო კომპანია Tesla ამერიკაში მოქმედ მის ორ ქარხანას აჩერებს. საუბარია, ნიუ-იორკისა და კალიფორნიის შტატებში მდებარე ქარხნებზე. აღნიშნულის შესახებ კომპანიის განცხადებაში წერია.
მასში აღნიშნულია, რომ კომპანიის ქარხნების ნაწილში მუშაობა ამ მომენტისთვის წარმოადგენს სირთულეს დასაქმებულებისთვის, მათი ოჯახებისა და მომწოდებლებისთვის.
კერძოდ, კომპანია 23 მარტიდან აჩერებს წარმოებას ფრიმონტისა და ნიუ-იორკის ქარხანაში. ცნობისთვის, ფრიმონტის ქარხანაში კომპანია ავტომობილებს აწარმოებს, ხოლო ნიუ-იორკის ქარხანაში მზის ელემენტების პანელებს. Tesla-ში აცხადებენ, რომ მის სხვა საწარმოებში მუშაობა გრძელდება. ამასთან, კომპანია განაგრძობს სწრაფი დამტენი სადგურების ქსელის მომსახურებასაც.