კომპანიების Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელმა, ილონ მასკმა აქციების ღირებულების ვარდნის გამო ერთ დღეში 16 მილიარდ 300 მილიონი დოლარი დაკარგა. ამ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტოს მიხედვით, მასკის ქონების შემცირება განსაკუთრებით ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მილიარდერის კუთვნილი კომპანიების აქციებზე ფასების 21%-იანმა ვარდნამ განაპირობა.
შესაბამისად კი, ილონ მასკის ქონება 82 მილიარდ 300 მილიონ დოლარამდე შემცირდა და პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.რაც შეეხება, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიის პირველ ადგილს, მას Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი 186 მილიარდი დოლარით იკავებს.