00:29
13 აგვისტო, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
თეთრ კუნძულზე დარჩენილი ადამიანები სავარაუდოდ, გარდაცვლილები არიან
10-12-2019

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრ ჯასინდა არდერნის განცხადებით, თეთრ კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ არ არსებობს არანაირი სასიცოცხლო ნიშანი. ვარაუდობენ, რომ ყველა დარჩენილი ადამიანი, რომლის ევაკუაციაც ვერ განხორციელდა, დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ვარაუდობენ რომ 13 ადამიანია დაღუპული, მათგან ხუთის გარდაცვალება უკვე დადასტურდა. რვა ადამიანი კი კუნძულზე დაკარგულია. ტურისტები თეთრ კუნძულზე იმყოფებოდნენ, როდესაც ვულკანმა გააქტიურება დაიწყო. მაშველებმა 34 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა, ყველა მათგანს დამწვრობები აღენიშნება. ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან. 

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები