თეთრ კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაკარგული 8 ადამიანის პოვნას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. ახალი ზელანდიის პოლიცია ცდილობს იპოვოს გამოსავალა, რათა კუნძულზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია ჩატარდეს. თუმცა, როგორც ახალი ზელანდიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, ისინი მაშველებს ვერ დააყენებენ საფრთხის წინაშე, ვინაიდან ჯერ არ არიან დარწმუნებულები რომ ვულკანის ამოფრქვევის ადგილას მისვლა უსაფრთხოა.
შეგახსენებთ, კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევის დროს 47 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის ავსტრალიელი, ამერიკელი, ახალ ზელანდიელი, გერმანელი, ჩინელი, ბრიტანელი და მალაიზიელი ტურისტები. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ექვსი ადამიანი.