წინასაარჩევნოდ აშშ-ში კიბერ თავდასხმების თემასთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ბარაკ ობამა 35 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს და მათი გვარებს ასაჯაროებს. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, თავდასხმებში რუსეთის მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს ადანაშაულებს. გარდა ამისა, თეთრმა სახლმა მერილენდსა და ნიუ-იორკში რუსეთის ყველა დიპლომატიური მისიის დახურვა გადაწყვიტა. რუსმა დიპლომატებმა აშშ-ის ტერიტორია 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ. ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებას ახლადრჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა, ის კრემლსა და თეთრს სახლს დაძაბულობის თავიდან აცილებას ურჩევს.