თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი უკრაინელი კოლეგის, ვლადიმერ ზელენსკის პირველი სატელეფონო საუბრის ტექსტი გამოაქვეყნა. საუბარი მათ შორის 21 აპრილს შედგა. ტექსტის მიხედვით, ტრამპმა ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მას დაუჯერებელი გამარჯვება უწოდა. უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მას მადლობა გადაუხადა და ინაუგურაციაზე დაპატიჟა. ამასთანავე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპის მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმები ძალიან მოსწონს და სურს იგივე უკრაინაშიც გაიმეოროს.
შეგახსენებთ, 25 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ "დემოკრატებმა" პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის საჭირო ფორმალური პროცედურა დაიწყეს. ამ საფუძველი გახდა 25 ივლისს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართული კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ზელენსკის მისი პოლიტიკური ოპონენტის - ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უკრაინას სამხედრო დახმარების შეწყვეტით ემუქრებოდა.