ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის კომპოზიციის While My Guitar Gently Weeps ხელნაწერი ტექსტი, რომლის ავტორიც ბენდის წევრი ჯორჯ ჰარისონი გახლავთ, აუქციონზე გაიყიდება. მისი საწყისი ფასი ვებგვერდზე Moments in Time 195,000 დოლარია. გამოცემა Rolling Stone-მა ტრეკი ყველა დროის საუკეთესო 500 სიმღერას შორის დაასახელა.