თურქეთმა სირიის საზღვართან "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. სასაზღვრო ქალაქ ჯერაბლუსის დაბომბვა დღეს დილის ხუთი საათიდან მიმდინარეობს. თურქეთმა პირობა დადო, რომ სრულად გაასუფთავებს თავის საზღვარს ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლებისგან. ოპერაციაში ანკარას საჰაერო ძალების საერთაშორისო კოალიციაც ეხმარება. აღნიშნულ ინფორმაციას თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.