მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ჯიშად მიჩნეულმა ტიბეტურმა მასტიფმა, რომელიც "სამყაროს სახურავად" წოდებული ტიბეტის უმთავრესი მონაპოვარია, პირველ რიგში საიმედოობითა და პატრონის ერთგულებით გაითქვა სახელი. მართალია ძაღლის გაბარიტების, მისი რესპექტაბელური იერის შემხედვარე რთული წარმოსადგენია, რომ მასტიფი ყველაზე კეთილგანწყობილი და მეგობრული ძაღლია, თუმცა მაინც არ ღირს მისი გაღიზიანება. რადგან, საოცარი ღირსების გრძნობის უშიშარ გუშაგს, რომელიც საუკუნეების მანძილზე იცავდა ტიბეტელი ბერების სიმშივდეს, გაბრაზებაც გაბარიტების შესაბამისად სჩვევია.